ზელენსკის თქმით, 2024 წელს რუსეთის ტყვეობიდან 1358 ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა

2024 წელს ს ტყვეობიდან 1358 ადამიანის დაბრუნება მოხერხდა, – ამის შესახებ 4 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა.

“ეს არიან ჩვენი სამხედროებიც და სამოქალაქოებიც. ამ ადამიანებს განსხვავებული ბედი აქვთ, მაგრამ აერთიანებთ ერთი და იგივე – სახლში ყოფნის სიხარული”, – აღნიშნავს ზელენსკი თავის ტელეგრამ-არხში.
მანამდე, გასული წლის ბოლოს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ 30 დეკემბერს ში დაბრუნდა რუსეთის ტყვეობაში მყოფი 189 მოქალაქე.
დეკემბრის დასაწყისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა საშობაო ცეცხლის შეწყვეტა და პატიმრების ფართომასშტაბიანი გაცვლა, მაგრამ უკრაინის ლიდერმა ამაზე უარი თქვა. ტყვეთა მორიგი გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.
ფორუმი