ნოემბერში საქართველოს ექსპორტი და იმპორტი შემცირდა

საქართველოს ექსპორტის ტემპები შემცირებულია – ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში სულ 482 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.7 მილიონი დოლარით, ანუ 1.8%-ით ნაკლებია.
ექსპორტთან ერთად ნოემბერში შემცირდა იმპორტის მოცულობაც. გასული თვის განმავლობაში იმპორტმა სულ 1.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ნოემბერთან შედარებით 86 მილიონი დოლარით, ანუ 6.6%-ით ნაკლებია.
2023 წლის 11 თვეში კი საქართველოს ექსპორტმა 5.58 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტია. იმპორტის მოცულობა კი 14 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტი იყო.
ნოემბერში საქართველოს იმპორტის და ექსპორტის შემცირება სავარაუდოდ ავტომობილების რეექსპორტის სექტორში არსებულ შენელებას უკავშირდება, ამის შესახებ უფრო დეტალურად ცნობილი 19 დეკემბერს გახდება, როდესაც საქსტატი საგარეო ვაჭრობის სრულ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ