“ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია” – სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა

ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ Youtube არხ “ოკო სპორტს” ინტერვიუ მისცა, სადაც მას ორი ყოფილი შეგირდის, ხვიჩა კვარაცხელიასა და მარტინ ოდეგორის შედარება სთხოვეს.
“ორივე ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა და მათი ნიჭი თავიდანვე გამოიკვეთა, მაგრამ ნორვეგიელი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოზარდი იყო.
ის “რეალმა” 2015 წელს 15 წლის ასაკში 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა ეს რიგი მიზეზების გამო გააკეთა.
ხვიჩას უზარმაზარი ნიჭის მიუხედავად, მჯერა, რომ მარტინი, მთელი თავისი სირთულეებით, ალბათ, ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია. ის ჩვენთან კარიერის საწყის ეტაპზე
მოვიდა”, – თქვა სლუცკიმ.
ინფორმაციისთვის, სლუცკი ოდეგორს 2018/19-წლების სეზონში “ვიტესში” ავარჯიშებდა, ქართველს კი “რუბინში” წვრთნიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში