ველისა და Supergmiri.ge-ის საახალწლო პროექტი – მოიწვიე მეგობარი

ახალი წელი ბავშვებისთვის განსაკუთრებულად ჯადოსნური დღესასწაულია, რომელიც ძირითადად საჩუქრებთან და სურვილების ასრულებასთან ასოცირდება. ველისა და “სუპერგმირის” ახალი რეფერალური პროექტი საახალწლოდ ბავშვების დასაჩუქრების შესაძლებლობას ქმნის. ის ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ სუპერგმირის მოსაწვევი ლინკი მეგობარს გაუგზავნოს და მოუწოდოს, რომ გახდეს სუპერგმირი. თუ მოწვეული მეგობარი მართლაც გახდება დეკემბერში სუპერგმირი, მათი სახელით ველი და supergmiri.ge ბენეფიციარებს ყოველთვიურ ამანათთან ერთად საახალწლო საჩუქარს გაუგზავნიან.

ასევე დაგაინტერესებთ