რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს – კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსულმა ძალებმა ს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, დრონების ჯგუფი სუმის ოლქიდან პოლტავას ოლქისა და დასავლეთის მიმართულებებით გაფრინდა. დრონების რამდენიმე ჯგუფი დაფიქსირდა სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, პოლტავას, დონეცკის, ს, ჟიტომირისა და ჩერკასის ოლქებში.
დრონებით თავდასხმის გამო დედაქალაქ კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა და აფეთქებების ხმები ისმოდა. ნამსხვრევების ჩამოვარდნა რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ დარნიცკის რაიონში მდებარე კერძო სახლში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა ცეცხლი ჩააქრეს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია დგინდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია