პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან, აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
მოქალაქეები 35-ე დღეა ქუჩაში გამოდიან და უცვლელად ითხოვენ: ხელახალი ს ჩატარებას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.
მოქალაქეები სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო!”
მანამ სანამ პარლამენტთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეები გზას გადაკეტავდნენ, პოლიციას ცოცხალი კორდონი ჰქონდა გაკეთებული.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ