სროლის შედეგად მონტენეგროში 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევარში, 1 იანვარს, მონტენეგროს ქალაქ ცეტინეში მომხდარი სროლის შედეგად. ამას რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახური შინაგან საქმეთა მინისტრმა დანილო შარანოვიჩზე დაყრდნობით იუწყება.
ეჭვმიტანილმა, აცო მარტინოვიჩმა თავი მოიკლა. გამომძიებლების თქმით, თავდამსხმელმა ოთხი ადამიანი მოკლა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ კვების ობიექტში, შემდეგ კი სხვა ადგილებში-სხვა ადამიანები, მათ შორის მისი ოჯახის წევრები, დახოცა.

კიდევ 4 დაჭრილი, ექიმების ინფორმაციით, კრიტიკულ მდგომარეობაშია.
პოლიციის განცხადებაში განმარტებულია, რომ ინციდენტი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის კონფლიქტებს არ უკავშირდება. 2005 წელს მარტინოვიჩს ერთი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს ხულიგნობისთვის. 2022 წელს მარტინოვიჩის მფლობელობაში იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს. ამისთვის მას სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

მონტენეგროს მთავრობამ ცეტინეში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 2, 3 და 4 იანვარს სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. გაუქმდა საახალწლო კონცერტები პოდგორიცაში, ბუდვასა და კოტორში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება