პატიმრობა შეეფარდა მძღოლს, რომელიც ავტომობილით ორ არასრულწლოვანს დაეჯახა

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დაკავებულს, რომელიც, 30 დეკემბერს, ბოლნისში ორ არასრულწლოვანს ავტომანქანით შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოზარდები ადგილზე გარდაიცვალნენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტომანქანით გადაადგილებისას ბრალდებულმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული, 30 დეკემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მალევე დააკავეს. მისთვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილს გულისხმობს (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-ბოლნისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. მძღოლი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ქვეითად მოძრავ ორ მოზარდს დაეჯახა. შემთხვევის ადგილას ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო რვა მოქალაქემ და რამდენიმე პოლიციელმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში