“ახალი თეატრი” სპექტაკლებს აუქმებს, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობის გამო

თეატრი განმარტავს, რომ დეკემბერში გადავადებული სპექტაკლების გაუქმება მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობის ფაქტს უკავშირდება.
“ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt. ge”, – წერია თეატრის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში.
დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს სასამართლომ, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ როცა სიმართლე შენს მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც და ეს ძალა და ენერგია აქ არის“, – მიმართა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე.
ანდრო ჭიჭინაძე იმ პროტესტის მონაწილეა, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში თვეზე მეტია მიმდინარეობს. ხალხის მღელვარებას საფუძვლად უდევს „ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილება – 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს ასეულობით პირი, რომლებსაც ცემისა და ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ. დაკავებული დემონსტრანტების ნაწილი სისხლის სამართლის წესით გაასამართლეს. ათეულობით დაკავებული კვლავ საპატიმროში რჩება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება