ისლამური სამყარო რაღაიბის ღამეს აღნიშნავს

დღეს ისლამური სამყარო სამთვეულის პირველი პარასკევის, რაღაიბის ღამეს აღნიშნავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, რაღაიბი ვედრების აღსრულების ღამეს ნიშნავს. დღესასწაული ეძღვნება წინასწარმეტყველ მუჰამედის მშობლების ქორწინების და მისი ჩასახვის დღეს.
„ამ დღის წინ მუსლიმები ასრულებენ ძღვენის ლოცვებს „სალათ არ-რაღაიბ”. გარდა ამისა, მუსლიმები სამომავლო სურვილების აღსასრულებლად ამ ღამეს ღვთისმსახურებაში და ვედრებაში ატარებენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს რაღაიბის ღამეს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში