ბითაძის 23 წუთი – “ორლანდო” “დეტროიტთან” დამარცხდა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქი” გასვლაზე “დეტროიტ პისტონსთან” 96:105 დამარცხდა.
სტუმართა რიგებში გოგა ბითაძე ტრადიციულად ძირითად ხუთეულში ვიხილეთ. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეიდენ აივი გახდა, “პისტონსის” კალათბურთელმა 22 ქულა, 1 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.
“მეჯიქიდან” ჯეილენ საგსმა 24 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
ამრიგად, “ორლანდო მეჯიქი” 20 მოგებითა და 15 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4
ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 4 იანვარს, “ტორონტო რაპტორსის” წინააღმდეგ გამართავს.
“დეტროიტი” 15 გამარჯვებითა და 19 წაგებით მე-9 ადგილზეა, “პისტონსი” 4 იანვარს, “შარლოტ ჰორნეტსს” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში