Reuters – სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ აეროპორტსა და ავიაკომპანიაში ჩხრეკა ჩაატარა

სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ აეროპორტსა და ავიაკომპანიაში ჩხრეკა ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის პოლიციის ცნობით, ჩხრეკის მიზანი გამომძიებლების მიერ სეულში მდებარე ავიაკომპანია Jeju Air-ის ოფისიდან და ქალაქ მუანის აეროპორტიდან დოკუმენტებისა და მასალების ამოღება იყო.
შეგახსენებთ, 29 დეკემბერს Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა. კატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე 175 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ეკიპაჟის ორი წევრი გადარჩა. სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში