მონტენეგროში მასობრივ სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა – ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

მონტენეგროს სამხრეთ ნაწილში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, მოკლა, – ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სროლა რესტორანში სტუმრებს შორის სიტყვიერი კამათის შემდეგ მოხდა. დაღუპულია თავდამსხმელიც – 45 წლის მამაკაცი, ალექსანდრე მარტინოვიჩი.
შინაგან საქმეთა მინისტრის, დანილო სარანოვიჩის თქმით, შეიარაღებულმა მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, რესტორნის მფლობელი და მისი ორი შვილი მოკლა.
მონტენეგროს მთავრობამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში