“რატომ გვიხარია ყველას ახალი წლის დადგომა?” აკაკი წერეთლის წერილებიდან

დადგა 31 დეკემბერი, ახალი იმედების, მოლოდინების დრო, რომ მოვა ახალი წელიწადი და ყველაფერს ცუდს ძველი წელი წაიღებს, რომ ეს წელი იქნება ბევრად უკეთესი… ამიტომ ყველას უხარია ახალი წელი, დიდსაც და პატარასაც, რადგან ყველა ველით ახალს – ახალს და უკეთესს, “მაინც კიდევ მოელის, უცდის, იმედოვნებს და შეჰხარის ყოველ ახალ წელიწადს” წერს წერილში “ახალი წელიწადი” ქართველი კლასიკოსი ავტორი – აკაკი წერეთელი
„რატომ არის ყოველთვის და მუდამ სასიამოვნო ახალი წელიწადი? რატომ გვიხარია ყველას ახალი წლის დადგომა?
სულ უბრალო მიზეზის გამო: იმიტომ, რომ ადამიანი არასოდეს არ არის კმაყოფილი თავის წარსულის და აწინდელი ცხოვრებისა და ამ თავის ცხოვრების გაუმჯობესობას, ყველა თავის სურვილთა და წადილითა სისრულეში მოყვანას შემდეგში, ახალი წელიწადის განმავლობაში მოელის.
გასაკვირველი ეს არის, რომ ეს იმედი თითქმის მუდამ უმტყუნდება ადამიანს. თავის წადილი და ნატვრა თითქმის არასოდეს, არც ერთს ახალი წლის განმავლობაში არ უსრულდება, მაგრამ იმის ბუნება იმნაირად არის გაჩენილი, რომ სასოწარკვეთილებაში არ ვარდება, მაინც კიდევ მოელის, უცდის, იმედოვნებს და შეჰხარის ყოველ ახალ წელიწადს.
და ეს იმედი, ეს რწმენა, რომ მომავალ წელს შეასრულებს იმას, რაც გასულში არ შეუსრულებია, ანუგეშებს, ამხნევებს, ენერგიას აძლევს ადამიანს; ეს იმედი არის კაცობრიობის წინ წამყენებელი, აღმძვრელი ძალა პროგრესისა, როგორც იტყვიან.“

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას

ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში – განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები, ვისაუბრეთ დიპლომატიაზე, მნიშვნელოვანია პროცესი გაცოცხლდეს

ლაშა ფარულავა: საქართველო არც ოქტაგონია და არც ტატამი ეს სამი ათასი წლის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა ქართველობას ამ ერს ვერავინ ასწავლის მუშტებით, მუქარითა და ძალადობით