აშშ-მა სანქციები დაუწესა ალექსანდრ დუგინის ცენტრს

შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში შეიტანა კრემლის მხარდამჭერი ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის მიერ დაარსებული „გეოპოლიტიკური ექსპერტიზების ცენტრი“. შეზღუდვები დაუწესდათ ასევე ცენტრის დირექტორს, ვალერი კოროვინს, და მოსკოვის მეშჩანსკის სასამართლოს მოსამართლეს, ოლესია მენდელეევას.
-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, „გეოპოლიტიკური ექსპერტიზების ცენტრი“ და კოროვინი ცდილობდნენ ჩარეულიყვნენ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამავე მიზეზით, სანქციები დაუწესდა ირანის „შემეცნებითი დიზაინის წარმოების ცენტრს“, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს უკავშირდება.
მოსამართლე მენდელეევა სანქციების სიაში შევიდა „მაგნიტსკის აქტის“ ფარგლებში. „მაგნიტსკის აქტი“ ითვალისწინებს შეზღუდვებს ს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის.
2022 წელს მენდელეევამ ყოფილ მუნიციპალურ დეპუტატ ალექსეი გორინოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუსეთის არმიის შესახებ ეგრეთ წოდებული ფეიკების გავრცელების საქმეზე, ნათქვამია ამერიკის საფინანსო უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ