დანიის მცხოვრებლებს დიქტოფონზე თავიანთი ხმის ჩაწერა და ჩანაწერის გაზიარება სთხოვეს, რომ ისინი ხმოვანი ასისტენტების მოსამზადებლად იქნეს გამოყენებული, როგორიც არის Siri ან Alexa. ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.
პროექტის ავტორთა თქმით, ეს ასისტენტები ბრძანებებს ყოველთვის სწორად ვერ იგებენ, მით უმეტეს, თუ ადამიანი დიალექტზე საუბრობს.
პრობლემები ყველაზე ხშირად იუტლანდიისა და ფიუნის კუნძულის დიალექტებზე, ასევე, ლიტერატურულ დანიურზე წარმოიქმნება, რომელიც, ძირითადად, კოპენჰაგენში გამოიყენება.
ჯამში, დაგეგმილია 50 ათასი ჩაწერილი ხმის შეგროვება. ამ მიზნით ქვეყნის მასშტაბით სპეციალური ჩამწერი ჯიხურები დამონტაჟდა.
დეველოპერები თავიანთ პროექტებში მეტყველების მზა ალგორითმების ინტეგრირებას ლიცენზიის შეძენის გარეშე შეძლებენ.
bpn.ge