Corriere dello Sport: კვარაცხელიას კონტრაქტი მზადაა და ხელის მოწერაღა აკლია

„კორიერე დელო სპორტის“ მტკიცებით, „ნაპოლისთან“ მალე გააგრძელებს კონტრაქტს 2025 წლამდე.
გამოცემის ცნობით, კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა და კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ისე ახლოს არიან შეთანხმებასთან, როგორც არასდროს და ახლა მხოლოდ ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმებაღა რჩება, რომლის მიხედვით დოკუმენტში გამოსასყიდი ღირებულება იქნება შეტანილი (თანხა არ სახელდება) და ხვიჩა ბონუსებიანად წელიწადში იმდენივეს აიღებს, რამდენსაც გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ – 6 მილიონ ევროს ან ცოტა მეტს.
ჟურნალისტმა პასკუალე ტინამ განაცხადა, რომ, შესაძლოა, თანამშრომლობას იმისათვის ახანგრძლივებენ, რათა გაასხვისონ, ოღონდ ეს
არა ახლა, არამედ ზაფხულში მოხდება.
ჟურნალისტმა რაფაელე აურიემამ Tele A-ს ეთერში ქართველის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთულ მდგომარეობაშია:
„კვარა“ თუ ნერესი? კონტე ძალიან წინააღმდეგობრივ ვითარებაში აღმოჩნდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სეზონის დასაწყისში კვარაცხელიას დატოვება კატეგორიულად მოითხოვა. პრეზენტაციაზე თქვა, რომ ის აქედან არსად არ წავა, რამაც, ალბათ, ზოგიერთი მისი პოტენციური მყიდველი შეაშინა. თუ ხვიჩა თამაშს გააგრძელებს, მისი ფასი დაეცემა, ვინაიდან მაღალი ღირებულების შესანარჩუნებლად საზიანოა და მსურველი კლუბი დაინახავს, რომ პრობლემები აქვს. სასტარტოში არ უნდა დააყენონ, რამეთუ მწვრთნელის განკარგულებაში ნერესია და აგრეთვე პროდუქტიულობის თვალსაზრისით ფუნდამენტური მნიშვნელობის პოლიტანო“.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში