იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულების მსჯავრდებულებს და თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ცხვარაშვილთან ერთად, №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებას ესტუმრა. იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და დაწესებულების თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
ანრი ოხანაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით იგეგმება მათ საჭიროებებზე მორგებული ახალი პროგრამების დანერგვა. ასევე, მან დაწესებულების თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
იუსტიციის მინისტრი №11 დაწესებულების ინფრასტრუქტურასაც გაეცნო, მათ შორის, დაათვალიერა განახლებული სპორტული მოედანი, სადაც არასრულწლოვანები ვარჯიშობენ და ჩართული არიან სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი