11 თვეში თბილისში 1218 სამშენებლო ნებართვა გაიცა – რეიტინგი უბნების მიხედვით

თბილისში 2024 წლის 11 თვეში 1218 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. ინფორმაციას „ კაპიტალი“ ავრცელებს.
ტოპ სამშენებლო ფართობის (კვ.მ) განაწილება უბნების მიხედვით (%), 2024 წელს ასეთია :
დიდი დიღომი – 24%
ისანი – 19%
საბურთალო – 14%
სამგორი – 13%
დიდუბე – 7%
კრწანისი – 7%
სხვა – 15%.