“ვოცნებობ, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2025 წლიდან საერთაშორისო არენაზე დაბრუნდეს” – ზაზა ჯანაშია

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ზაზა ჯანაშიამ, Metaratings-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრების საერთაშორისო არენაზე დაბრუნებაზე ოცნებობს.
“ვოცნებობ, რომ 2025 წელს რუსეთის საფეხბურთო ნაკრები დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია, ანუ საერთაშორისო ასპარეზზე. სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.
საქართველოს ნაკრები საერთაშორისო დონეზე უკვე ასპარეზობს, მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო უკეთესები გამხდარიყვნენ”, – განაცხადა ჯანაშიამ
დეკემბერში რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალურმა მდივანმა მაქსიმ მიტროფანოვმა განაცხადა, რომ გერმანია, შვედეთი და ნორვეგია უეფას ტურნირებზე რუსეთის ნაკრების დაბრუნების მომხრეები არიან. მისი თქმით, სერბეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი და ევროპის
სხვა ქვეყნების უმეტესობა ასევე მხარს უჭერს რუსეთის საფეხბურთო ნაკრების საერთაშორისო არენაზე დაბრუნებას.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში