სომხეთმა ირანის საზღვრიდან რუსი მესაზღვრეები გაიყვანა

რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთი-ირანის საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი დატოვეს.
30 დეკემბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის სასაზღვრო ძალები საზღვარს რუსი მესაზღვრეების გარეშე აკონტროლებენ.
5 თვით ადრე გაუქმდა ს აეროპორტში მდებარე რუსული საკონტროლო-გამშვები პუნქტი.
ირანის საზღვარზეც და ზვარტნოცის აეროპორტშიც რუსული საკონტროლო-გამშვები პუნქტები 1994 წელს, ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ გაიხსნა.