თურქეთის ლუდის მთავარი მწარმოებლის Anadolu Efes-ის აქციები, პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ, გაუფასურდა

თურქული ლუდის კომპანია Anadolu Efes-ის აქციები სტამბოლის საფონდო ბირჟაზე (Borsa İstanbul) 9,98%-ით დაეცა და 212,8 ლირა შეადგინა.
აქციების ფასების კოლაფსი დაიწყო გუშინ საღამოს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გულისხმობს კომპანიის რუსული აქტივის – AB InBev Efes-ის ლუდსახარში წილის – Vmeste Group-ის დროებით მენეჯმენტზე გადაცემის შესახებ.
AB InBev Efes იყო Anadolu Efes-ის და ბელგიურ AB InBev-ის ერთობლივი საწარმო, რუსეთის ბაზარზე ოპერირების მიზნით. 2024 წლის ბოლოსთვის ის დარჩა ბოლო მსხვილ ლუდსახარშად, რომელსაც უცხოური ბიზნესი აკონტროლებდა. მის ბრენდებს შორისაა: Bud, Hoegaarden, Stella Artois, Löwenbräu, Klinskoye, Sibirskaya Korona, T.
თურქული კომპანია ბელგიელი პარტნიორის წილის გამოსყიდვას ცდილობდა. აგვისტოში სამთავრობო კომისიამ არ დაამტკიცა გარიგება. 2024 წლის ოქტომბერში, Anadolu Efes-ი შეთანხმდა AB InBev-თან ხელშეკრულების ახალ კონფიგურაციაზე. მათი შეთანხმების თანახმად, თურქული კომპანია გახდება რუსული ბიზნესის სრული მფლობელი, მაგრამ გაყიდის წილს მათ ერთობლივ უკრაინულ ბიზნესში.