-ის ფინანსთა სამინისტრო კიბერშეტევაში ადანაშაულებს ჩინეთის სპონსორობით მოქმედ ჰაკერებს

ჰაკერების ჯგუფმა, რომლის სპონსორიც ჩინეთის მთავრობაა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინის(ფინანსთა სამინისტროს) კომპიუტერულ სისტემაში შეაღწია. ამის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის „ამერიკის ხმა“ და სააგენტოები Reuters-ი და AFP იუწყებიან ფინანსთა სამინისტროში ინფორმირებულ წყაროებზე დაურდნობით.
შეტყობინება ჰაკერების ჯგუფის, Advanced Persistent Threat-ის(APT) მიერ განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 8 დეკემბერს მიიღო.
ჰაკერებმა ხაზინის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის კომპანია BeyondTrust-ის სისტემაში შეღწევით შეძლეს ფინანსთა სამინისტროს სამუშაო კომპიუტერებსა და არასაიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის მოპოვება.
-ის ფინანსთა სამინისტრომ ინციდენტის შესახებ კონგრესს აცნობა და თანამშრომლობა დაიწყო კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოსა და ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან. ფინანსთა სამინისტრო ნებისმიერ კიბერშეტევას, რომელიც ჯგუფ APT-ს უკავშირდება, სერიოზულ ინციდენტად განიხილავს.
კიბერშეტევასთან პეკინის კავშირს ცილისწამება უწოდეს ვაშინგტონში, ჩინეთის საელჩოში.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ხორგუანი – კობახიძე კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს! – წარმოდგენილი კანონპროექტის უკან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სავალალო გადაწყვეტილებას ვკითხულობთ! თურმე კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს

გიგი წერეთელი – რუსეთის ნაბიჯებზე „ქართული ოცნების“ სიჩუმე გვეუბნება იმას, რომ საქართველო, პრაქტიკულად, კაპიტულანტურ პოზიციაშია, გერმანიის ახალ ელჩთან კი, რომელიც პეტერ ფიშერის შემდეგ ჩამოვა, არაფერი შეიცვლება – ეს არის სისულელე

ვიკა ფილფანი – „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება სოციალურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო, ფაქტობრივად, ღარიბებს უთხრეს, თქვენ წიწიბურა და ვადაგასული საჭმელი ჭამეთო – ხალხს მოწყალება არა, ღირსეული ცხოვრება უნდა