სამხრეთ კორეის სასამართლო იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა

სამხრეთ კორეის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, სასამართლომ იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაკავებისა და მისი ოფისის ჩხრეკის შესახებ ორდერები გასცა, – ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტომ განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა იუნ სუკ იოლის მიერ საომარო მდგომარეობის გამოცხადება ამბოხება. ამასთან, მან უგულებელყო საგამოძიებო ორგანოების არაერთგზის თხოვნა, მისულიყო დაკითხვაზე და მათთვის ოფისში ჩხრეკის ჩატარების უფლება მიეცა.
იუნ სუკ იოლს სისხლისსამართლებრივი დევნისგან საპრეზიდენტო იმუნიტეტი იცავს, მაგრამ ეს არ ვრცელდება ამბოხების ან ღალატის ბრალდებებზე.
ანტიკორუფციულმა სააგენტომ განაცხადა, რომ არ აქვს უშუალო გეგმები, თუ როგორ იმოქმედოს სასამართლოს მიერ გაცემულ ორდერებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, იუნ სუკ იოლს უფლებამოსილება შეუჩერდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა ეროვნულმა ასამბლეამ 14 დეკემბერს მხარი დაუჭირა მის იმპიჩმენტს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადააყენოს ის პრეზიდენტის პოსტიდან თუ აღადგინოს თანამდებობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში? – შარმანაშვილმა კი, 2013 წელს, ელჩობის დროს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“

ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღების შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომის საჯაროობა დაცულია, გაშუქების საკითხზე გადაწყვეტილებას კი თავად არ იღებს