აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ჩინელმა ჰაკერებმა დოკუმენტები მოიპარეს

ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა ჰაკერებმა -ის სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებში შეაღწიეს და დოკუმენტები მოიპარეს, – საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარშია წერილში, რომელიც სახაზინო დეპარტამენტმა კანონმდებლებს გაუგზავნა.
წერილში აღნიშნულია, რომ ჰაკერებმა მესამე მხარის კიბერუსაფრთხოების სერვისის პროვაიდერი, BeyondTrust-ის მონაცემები გატეხეს და არასაიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა შეძლეს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, 8 დეკემბერს BeyondTrust-ისგან გაფრთხილება მიიღო და რომ ის, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოსთან და გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთად, აღნიშნულია ჰაკერული თავდასხმის შესაფასებლად მუშაობს.
ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერმა ჰაკერულ თავდასხმაზე ყოველგვარი პასუხისმგებლობა უარყო და განაცხადა, რომ პეკინი „მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-ის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე გაჟღერებულ ცილისმწამებლურ განცხადებებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ