ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენმა გუნდმა 189 უკრაინელის სახლში დაბრუნება მოახერხა

უკრაინამ ს ტყვეობიდან 189 დამცველი დაიბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსული ტყვეობიდან ჩვენი ხალხის დაბრუნება ყოველთვის ძალიან კარგი ამბავია ყოველი ჩვენგანისთვის და დღეს ერთ-ერთი ასეთი დღეა. ჩვენმა გუნდმა 189 უკრაინელის სახლში დაბრუნება მოახერხა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
უკრაინის „სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბის“ ცნობით, გათავისუფლებულთა შორის 87 უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეა, 43 უკრაინის ევროვნული გვარდიის, 33 უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, 24 უკრაინის საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურე და ორი მშვიდობიანი მოქალაქეა.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაცვლა, რომელიც სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ საკოორდინაციო შტაბმა ჩაატარა. საერთო ჯამში, საკოორდინაციო შტაბის მუშაობის ფარგლებში რუსული ტყვეობიდან უკვე 3956 ადამიანი დაბრუნდა, მათ შორის 2024 წელს 1358 ადამიანი“, – აცხადებს უკრაინის „სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბი“.