რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ტყვეობაში მყოფი 150 უკრაინელი ჯარისკაცი თანაბარი რაოდენობის რუს სამხედროში გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ტყვეობაში მყოფი 150 უკრაინელი ჯარისკაცი თანაბარი რაოდენობის რუს ჯარისკაცში გაცვალეს.
მხარეებს შორის ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმება არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით შედგა.
უკრაინულ მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გენერალურ პროკურატურაში გადაწყვეტილება არ არის მიღებული, გაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება – ასევე, ამ საკითხზე არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა – მათგან 17 862 აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა