იანვარ-ნოემბერში, სებ-ის წმინდა სავალუტო ინტერვენციებმა 463.4 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში, სებ-ის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 463.4 მლნ დოლარი შეადგინა, – ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს.
„2024 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 124.5 მლნ აშშ დოლარი იყიდა. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში, სებ-ის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 463.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, – ნათქვამია საინვესტიციო ბანკის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.