ფოთში ათონელის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ფოთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ათონელის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა, დაიგო ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი, კეთილმოეწყო ტროტუარები და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.
დასრულებული სამუშაოები ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატმა გიორგი ხახუბიამ და ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
„აღსანიშნავია, რომ ცენტრის უბნის სანიაღვრე არხების დიდი ნაწილი ათონელის ქუჩის გავლით უერთდება მთავარ სატუმბ სადგურს. სამწუხაროდ უხვი ნალექის შედეგად, ათონელის ქუჩა ხშირად იტბორებოდა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემების სრულყოფილად მოწესრიგება. ჩვენ მსგავსი მიდგომებით ვაგრძელებთ ქალაქის სხვა ქუჩების რეაბილიტაციასაც”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ