სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილ კანონპროექტებზე – ძალადობისა და რეპრესიების ახალი ტალღა დე ფაქტო პრეზიდენტის დე ფაქტო ინაუგურაციის აღსანიშნავად

ძალადობისა და რეპრესიების ახალი ტალღა დე ფაქტო პრეზიდენტის დე ფაქტო ინაუგურაციის აღსანიშნავად, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული ს მიერ კანონპროექტების ხელმოწერას.
„ძალადობისა და რეპრესიების ახალი ტალღა დე ფაქტო პრეზიდენტის დე ფაქტო ინაუგურაციის აღსანიშნავად. მან ახლახან მოაწერა ხელი ახალ კანონებს, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და საჯარო სამსახურში წმენდის უფლებას იძლევა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით „საკანონმდებლო მაცნეზე“ 28 კანონპროექტი გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებულ კანონპროექტებს შორის არის “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დემონსტრანტებს აქციების დროს ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვა, ასევე ლაზერული მოწყობილობებისა და პიროტექნიკის გამოყენება ეკრძალებათ.
ყაველაშვილის ხელმოწერით ასევე ამოქმედდა კანონპროექტები, რომლის გათვალისწინებით, გაზრდილია ადმინისტრაციული ჯარიმები, ხოლო საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება.
ყველა ეს კანონი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.