: ვიდრე ხალხი სელფს არ გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე და არ დაათვალიერებს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, თავისუფალი არ იქნება

მიხეილ სააკაშვილი: ვიდრე ხალხი სელფს არ გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე და არ დაათვალიერებს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, თავისუფალი არ იქნება
თქვენ რა მართლა სერიოზულად გგონიათ, რომ ესენი რამე მოლაპარაკებაზე წამოვლენ? დაიმახსოვრეთ კარგად საქართველოში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები ძალიან მალე, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი სელფს გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.
როგორც მან აღნიშნა, სანამ ქართველი ხალხი არ შევა და არ დაათვალიერებს ივანიშვილის აკვარიუმს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, არანაირი თავისუფალი არჩევნები საქართველოში არ იქნება.
„სანამ ქართველი ხალხი არ შევა და არ დაათვალიერებს ივანიშვილის აკვარიუმს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა არ დაათვალიერა ასადის სასახლე, არანაირი თავისუფალი არჩევნები საქართველოში არ იქნება, მაგრამ ეს დროც ძალიან მალე მოვა, რადგან ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ მას კიდევ აქვს რაღაც შანსი, რომ არ მოხდეს მისი აკვარიუმის დათვალიერება. მას ჰგონია, არაფერი, რა მოხდა, ივლიან, ირბენენ და დაიღლებიან, მოისყიდის, დაქანცავს, გამოფიტავს, გადაკიდებს და მერე მაინც დარჩება. მთავარი, რაშიც იგი აგებს, მათ მხარეს არ არის ინტელექტი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“