ივანიშვილის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარისა და რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონი მიერ სალომე ზურაბიშვილს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიპატიჟებას გამოეხმაურა.
კობახიძე ჯო უილსონს “ამერიკელ კუბილიუსს” უწოდოებს და ამბობს, რომ ტრამპს სალომე ზურაბიშვილი არსად არ მიუწვევია.
“დონალდ ტრამპს სალომე ზურაბიშვილი არსად არ მიუწვევია, არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია სალომე ზურაბიშვილი, მოქალაქე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში – ეს არის ამერიკელი კუბილიუსი, ძალიან მარტივად შემიძლია გითხრათ.
ჩვენ არ ველოდებით ამერიკელი კუბილიუსისგან მოწვევას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები”. – თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
აქამდე, ოცნების ნარატივით ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები აუცილებლად გაუმჯობესდებოდა.
თუმცა, ბოლო დღეებში ივანიშვილის რეჟიმმა დონალდ ტრამპთან “დალაგების” ნარატივის კორექტირება და მოლოდინების კონტროლი დაიწყო.