გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ხმები უმრავლესობით მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნით დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 153 წევრმა ქვეყანამ, 10 ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები და ისრაელი, წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 23-მა, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, იტალიამ და მ, თავი შეიკავა.
ისრაელმა რეზოლუცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის სარგებელს მოუტანს ტერორისტებს. ”ცეცხლის შეწყვეტა სარგებელს მხოლოდ ტერორისტებს მოუტანს, რომლებიც იპარავენ ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი თავისთვის. ეს იქნება სასიკვდილო განაჩენი კიდევ უფრო მეტი ისრაელელისა და ღაზელისათვის“, – განაცხადა ისრაელის წარმომადგენელმა გაერო-ში, გილად ერდანმა.
გაერო-ში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა კი განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის სასარგებლოდ ხმის მიცემა ისტორიული დღეა გენერალური ასამბლეის მიერ გაგზავნილი ძლიერი გზავნილის თვალსაზრისით.
”ჩვენი კოლექტიური მოვალეობაა გავაგრძელოთ ეს გზა, სანამ არ დავინახავთ ამ აგრესიის დასრულებას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ”, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის სადგურის მახლობლად, რუსულ მატარებელს დაესხნენ თავს, რომელითაც საწვავი მასალები გადაჰქონდა (ვიდეო)

პენიტენციური სამსახური საკანში დაპირისპირებაზე – გამოკვეთილი გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, პენიტენციურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გიორგი ბაჩიაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ