ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობთ. უახლესი ანგარიში ადარებს ქონების ფასებს იმასთან თუ საშუალოდ რამდენი თვის ხელფასი ღირს ეს ქონება?
BestBrokers.com-ის ბოლო მოხსენების თანახმად, დანიის მცხოვრებლებს ყველაზე ნაკლები დრო სჭირდებათ ევროპაში სახლისთვის თანხის დასაზოგად.
მათ შეისწავლეს საცხოვრებლის ფასები, საშუალო წმინდა თვიური შემოსავალი, ინფლაცია და იპოთეკური სესხის „რეალური“ საპროცენტო განაკვეთები, იპოთეკის განაკვეთები, რომლებიც კორექტირებულია ინფლაციასთან მსოფლიოს 62 ქვეყანაში.
მათი დასკვნების მიხედვით, 100 კვადრატული მეტრის ფართობის ქონების საშუალო ფასი დანიაში 114 წმინდა ხელფასის ეკვივალენტია, რაც დანიას ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომ ქვეყნად აქცევს სახლის შესაძენად.
ევრონიუსი