ზელენსკი აშშ-ის „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების” გამოცხადებას ელოდება

29 დეკემბერს, ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ გადაწყვეტილება ეხება უკრაინელი მეომრების დახმარების მნიშვნელოვან პაკეტებს და მის ოფიციალურად გამოცხადებას 30 დეკემბერს ელოდებიან.
სააგენტო Associated Press-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატებისგან მიიღებს კიდევ 1,25 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებს(NASAMS, HAWK) და რაკეტებს Stinger-ი.
რამდენიმე დღის წინ სააგენტო Reuters-იც იუწყებოდა, რომ ემზადება უკრაინისთვის კიდევ 1,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გასაწევად, რაც იქნება პრეზიდენტ ს ადმინისტრაციის ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი თეთრ სახლში ს დაბრუნებამდე.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 62,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
დონალდ ტრამპმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება, არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევა.
ტრამპი აცხადებს, რომ მისი მიზანია მოლაპარაკებებით ომის სწრაფად დასრულება.
ფორუმი