პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო კორეელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კორეის მუანის აეროპორტში Jeju Air-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს და კორეელ ხალხს უსამძიმრებს.
„ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს სამხრეთ კორეას და იზიარებს კორეელი ხალხის მწუხარებას ამ მძიმე დროს”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა