ნიკოლოზ მეტრეველი გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანზე: რამ დასცა ფსკერს ქვემოთ გამობრძმედილი აგენტი შაიშმელაშვილი? ფულმა, რომელიც ოპოზიციისგან აიღო

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის თაობაზე პოსტს აქვეყნებს.
როგორც მეტრეველი აღნიშნავს, შაიშმელაშვილი ფსკერს ქვემოთ დასცა ფულმა, რომელიც ოპოზიციისგან აიღო.
„რამ დასცა ფსკერს ქვემოთ გამობრძმედილი აგენტი შაიშმელაშვილი? სად არის მუნდირის ღირსება? ოფიცრის ზნეობრივი იდეალები?
ამ კითხვას ხშირად სვამენ. პასუხი ძალიან პროზაულია: შაიშმელაშვილი დასცა იმან, რამაც დასცა კიკუ – ფულმა, რომელიც ოპოზიციისგან აიღო. ალბათ ისეთი თანხა იყო, ბოდღო ყვალთავასი არ იყოს, ფოთის პოლიცმაისტერიც რომ გაიხდიდა და რა მუნდირი და მორალი?!“,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან“

ბექა ძამაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა“