ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა – განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა

დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა – განიხილოს ახალი ს შესაძლებლობა, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი სოციალურ ქსელში წერს.
„დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა“, – აღნიშნავს ის.
ამასთან, ის მიესალმება ს ლიდერობას.
„მივესალმები სალომე ზურაბიშვილის ლიდერობას და მის მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი. ქართველები უკვე ერთი თვეა მშვიდობიანად იცავენ თავიანთ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს ქუჩაში, მიუხედავად ძალადობისა და დაშინებისა“, – წერს პლატფორმა X-ზე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ