რუსთაველზე დაკავებული ექვსივე დემონსტრანტი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

პოლიციამ ხელწერილით გაათავისუფლა ს ინაუგურაციის შემდეგ პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ექვსივე მოქალაქე – ისინი 29 დეკემბრის დღის სამის ნახევრისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. პოლიცია ამტკიცებდა, რომ მოქალაქეები მათ კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და უკანონოდ კეტავდნენ გზის ავტომობილებისთვის სავალ ნაწილს. უფლებადამცველები და თვითმხილველები კი საუბრობდნენ დაკავების დროს ძალადობაზე, თმის მოწიწკვნასა დაცემაზე.
დაკავებულებს შორის იყო ერთი ქალი.
პარლამენტთან მოქალაქეები საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, ს ინაუგურაციის შემდეგ მისთვის წითელი ბარათის საჩვენებლად შეიკრიბნენ. მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს, 29 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის შენობაში და მას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მედია კი სპეციალურად მოწყობილ პრესცენტრში ეკრანიდან ადევნებდა თვალს.
ყაველაშვილის ლეგიტიმაციის საკითხს სადავოდ მიიჩნევს როგორც , ასევე ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისი პარტნიორთა დიდი ნაწილი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის