შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილით გათავისუფლდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული ექვსივე ადამიანი ხელწერილით გათავისუფლდა.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ინფორმაციისთვის, დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა. აქციის ექვსივე მონაწილე ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.
აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია