კნუტ აბრაჰამი ანალენა ბერბოკს – კანდიდატ ქვეყანაში, საქართველოში სიტუაცია დღითიდღე უარესდება – „ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა თბილისში უნდა წავიდნენ

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, კნუტ აბრაჰამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს მიმართავს და საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებს.
„პატივცემულო მინისტრო ბერბოკ, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, საქართველოში სიტუაცია დღითიდღე უარესდება. „ვაიმარის სამკუთხედის“ (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა თბილისში უნდა წავიდნენ. საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუცია და ბალტიისპირეთის გამოცდილება წინსვლის გზას გვიჩვენებს“, – წერს ბუნდესტაგის დეპუტატი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნაზე – მმართველი პარტიის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთისკენ და საქართველოს ინტერესებიდან დაშორებით