პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო კორეელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კორეის მუანის აეროპორტში Jeju Air-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს და კორეელ ხალხს უსამძიმრებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს.
საქართველო სოლიდარობას უცხადებს სამხრეთ კორეას და იზიარებს კორეელი ხალხის მწუხარებას ამ მძიმე დროს” , – აღნიშნავს ირაკლი სოციალურ ქსელ X-ში.