9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩებზე განლაგებულმა პოლიციამ ტერიტორია დატოვა

9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც საპოლიციო კორდონი იყო მოწყობილი, პოლიციამ ტერიტორია დატოვა.
აქციის მონაწილეები 9 აპრილის ქუჩიდან პარლამენტს წრეს არტყამდნენ, რა დროსაც მათ გდდ-ს ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) შენიშნეს. ისინი ხარაზიშვილის და პოლიციის მისამართით სკანდირებდნენ: „მონებო!“ „რუსებო!“
ამ დროისთვის, პოლიციის წარმომადგენლები პარლამენტის უკანა შესასვლელსაც ტოვებენ.
აქციის მონაწილეები საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, ს ინაუგურაციას აპროტესტებენ.
შეკრებილები აცხადებენ, რომ მიხეილ ყაველაშვილი „საქართველოს არალეგიტიმური პრეზიდენტია“.
საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეებს წითელი ფურცლები აქვთ გაშლილი, რაც, მათივე თქმით, „წითელ ბარათს“ გამოხატავს ხელისუფლებისადმი.
ცნობისთვის, მოქალაქეების ნაწილმა ორბელიანების სასახლიდან პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა.