პარლამენტში მიმდინარე პროცესი ცირკია, დახურულ ოთახში ჩატარებული ყალბი ცერემონია – ვაშაძე

ბრძოლა გრძელდება და ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება. შეიძლება განსხვავებული აზრები იყოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, საბოლოოდ, ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს.
“ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტი გაგრძელდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, რეგიონებში სიარული და ხალხთან უფრო მეტი კონტაქტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ასევე, ჩვენი დასავლელი პარტნიორეობის მხარდაჭერა [მნიშვნელოვანია]. ვხედავთ, რომ პროტეტს თავისი შედეგი აქვს სანქციებთან და სხვადასხვა ნაბიჯებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, გამარჯვებამდე მივალთ.
[ორბელიანის სასახლის] დატოვება ს პოზიციაა და თავიდანვე ვთქვი, რომ ეს მისი გადასაწყვეტიაა და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც მიღებული იქნება”, – განაცხადა ვაშაძემ.
გარდა ამისა, ვაშაძემ საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესი არის “ცირკი”.
“საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესები არის ცირკი. დახურულ ოთახში ჩატარებული რაღაც ყალბი ცერემონია, რომელსაც არანაირი ლეგიტიმური ძალა არ აქვს”, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია