კახა კალაძე – რა პოზიციაზე, რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება სალომე ზურაბიშვილი, წინასწარ რაიმეს თქმა გამიჭირდება

ალბათ, ის შეუერთდება იმ რადიკალურ დაჯგუფებას, რომლის წარმომადგენელიც ამ ხნის განმავლობაში იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, მ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
„ალბათ, ის შეუერთდება იმ რადიკალურ დაჯგუფებას, რომლის წარმომადგენელიც ამ ხნის განმავლობაში იყო. თუ რა პოზიციაზე, როგორ, რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება, ამაზე წინასწარ რაიმეს თქმა გამიჭირდება, ეს ალბათ, მას უნდა ჰკითხოთ თვითონ, თუ როგორ და რა ფორმით გააგრძელებს ან თუ გააგრძელებს საერთოდ პოლიტიკაში მოღვაწეობას“, – განაცხადა კალაძემ.