კახა კალაძე – პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია წლების განმავლობაში შელახული ჰქონდა, პრეზიდენტების ქმედებებიდან გამომდინარე, ისინი გარე ძალებს ემსახურებოდნენ – დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანას ღირსეულად ემსახუროს

ვულოცავ საქართველოს ახალ პრეზიდენტს, რომელიც თავდადებით, სიყვარულით, პატრიოტიზმითა და ერთგულებით მოემსახურება ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს „პრეზიდენტების ქმედებებიდან გამომდინარე, რეპუტაცია წლების განმავლობაში შელახული ჰქონდა“.
„ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს, ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა არის. იცით, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია წლების განმავლობაში შელახული ჰქონდა, პრეზიდენტების ქმედებებიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში, ისინი გარე ძალებს ემსახურებოდნენ. მინდა მიშას წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ღირსეულად ემსახუროს და რაც მთავარია, დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“,- განაცხადა კალაძემ.