ამბობს რომ -სთან ურთიერთობების გადატვირთვა უკრაინაში ომის დასრულებაზეა დამოკიდებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ამბობს, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების გადატვირთვა უკრაინაში ომის დასრულებაზეა დამოკიდებული. შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია 2024 წლის 30 ნოემბრის შემდეგ – ეს გადაწყვეტილება ამერიკის მხრიდან მოჰყვა კობახიძის განცხადებას ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ.
“ჩვენ პირველ რიგში უნდა დაველოდოთ უკრაინაში ომის დასრულებას, რაც მალე დასრულება უკრაინაში ომი, მით უკეთესი პირველ რიგში უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ ასევე მით უკეთესი ჩვენი რეგიონისთვის, მით უკეთესი საქართველოსთვის, შესაბამისად, ჩვენ ყველამ უნდა ვუგულშემატკივროთ უკრაინაში ომის დასრულებას.
ჩვენ ვამბობდით სამ პირობას ურთიერთობის გადატვირთვისთვის – პირველი იყო ჩვენი , რომელიც დასრულდა, არის შემდგარი ხელისუფლება, მეორე იყო ამერიკის და ესეც თითქმის დასრულების პროცესშია. 20 იანვარს შედგება ინაუგურაცია, აქედან სამ კვირაში იქნება ახალი რეალობა და მესამე პირობა იყო უკრაინაში ომის დასრულება. ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამ პირობაზე კუმულაციურად და სამივე პირობის შესრულების შემდეგ, დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქვეყნისთვის ვითარება შემსუბუქდება, მათ შორის დღის წესრიგიდან მოიხსნება მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნაზე. როცა აღარ იქნება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის მოთხოვნა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას.
-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი მოეწერა 2009 წლის 9 იანვარს.
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, 4 საკვანძო მიმართულებით თანამშრომლობის გასაღრმავებლად შეიქმნა
· თავდაცვისა და უსაფრთხოების,
· ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის,
· დემოკრატიისა და კარგი მმართველობის,
· ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება