ISET-ი 2024 წლის ეკონომიკას აფასებს. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოს რეალური მშპ აჭარბებს მის პოტენციურ დონეს, რაც ძირითადად გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით.
რაც შეეხება, ცალკეულ სფეროებს, კვლევის თანახმად, ზრდა ძირითადად გამოწვეულია ტურიზმისა და IT სფეროთი.
ISET-ის შეფასებით, რეზერვები კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც შეეხება ინფლაციას, ის მიზნის ქვემოთაა.
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციები, პუბლიკაციის მიხედვით, 2024 წელს მხოლოდ 22%-ს შეადგენს მაშინ, როცა 4 წლის წინ, 2020 წელს. 58%-ს უტოლდებოდა. 2020 წელი ინვესტიციებისთვის პიკურ პერიოდად ფასდება.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ეკონომიკაში სახეზეა ბუნდოვანი ხაზები ეკონომიკას, დემოკრატიასა და მმართველობას შორის.
რაც შეეხება, მომავალი წლის პროგნოზს და რისკებს, ISET-ი 2025 წლისთვის პროგნოზირებს შემდეგს რისკფაქტორებს:
· დემოკრატიის უკუსვლა და ევროკავშირის შეჩერებული დღის წესრიგი;
· მაკროეკონომიკური ზემოქმედება;
· არახელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი და ა.შ.