შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის მუდმივი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია და თუ იმავე გულში ჩაიბუდებს სალომე ზურაბიშვილი, მათი პრობლემაა, ღმერთმა შეარგოთ – ეს მათ ორგულიანობას აჩვენებს

ოპოზიციის მუდმივი პრეზიდენტი ა და თუ იმავე გულში ჩაიბუდებს ქალბატონი სალომე, მათი პრობლემაა, ღმერთმა შეარგოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. რითაც უპასუხა კითხას,
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებზე, რომ პრეზიდენტი კვლავ იქნება.
აღნიშნავს, რომ ეს „ოპოზიციის ორგულიანობას აჩვენებს“.
„ეს ოპოზიციის ორგულიანობას აჩვენებს. როგორც ვიცი, მათი მუდმივი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია და ახლა თუ იმავე გულში ჩაიბუდებს ქალბატონი სალომე, ეს მათი პრობლემაა. გამოდის, რომ მათაც 2 პრეზიდენტი ეყოლებათ, მათი გულის რჩეული პრეზიდენტი. არ ვიცი, ღმერთმა შეარგოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ერთადერთი, ვინ ხელისუფალს ლეგიტიმაციას აძლევს, ეს არის ხალხი.
„ჩვენ 33 წლის წინ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა იმისთვის, რომ ჩვენი ხელმძღვანელები სხვებს არ დაენიშნათ და ლეგიტიმაცია არ მიეცათ ჩვენი ხელმძღვანელებისთვის. „ნამესტნიკები“ და „ცეკას“ მდივნების პერიოდი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ მაშინ, როდესაც ზუსტად ამ დარბაზში ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ამიტომ, ერთადერთი, ვინ ხელისუფალს ლეგიტიმაციას აძლევს, ეს არის ხალხი. კონსტიტუციაში ჩვენ გვიწერია,რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არა რომელიმე უცხოელი პოლიტიკოსი. აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ნაწილი ჩვენი დამოუკიდებლობის 33 წლისთავზეც კი არის მონურ, ვასალურ ფსიქოლოგიაში, როდესაც გარეთ იყურება, გარედან ვინ, რაში შეაქებს, ვინ რას გააკეთებს და ასე შემდეგ, ხალხს არ უყურებს. ამიტომაც წააგეს 26 ოქტომბერს . შეგახსენებთ, რეგიონებში არც კი დადიოდნენ. თბილისში, დიდ ქალაქებში, რეგიონში ხალხს საერთოდ არ ხვდებოდნენ. გაიხსენეთ, რა ხდებოდა წინასაარჩევნოდ. კამპანიის ჩატარების ერთადერთი ინსტრუმენტი იყო მათ კუთვნილ ტელევიზიის სტუდიებში გამოკეტვა და უცხოელ პოლიტიკოსებთან კომუნიკაცია“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმია, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა – როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი, თითქოს სხვა განზრახვები აქვთ, არასერიოზულია

შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკისადმი წერილზე – პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ევროკავშირიდან და ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ექსტრემიზმი ფინანსდება და ეს არის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს