ჯო უილსონი: ამერიკა დგას ერთადერთი ლეგიტიმური ქართველი ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით

„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს X-ზე.
საქართველოს პარლამენტში მეექვსე პრეზიდენტის, ს ინაუგურაციამდე ერთი საათით ადრე უილსონი წერს რომ შეერთებული შტატები დგას საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერის, ს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და უარს ამბობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის მატიონეტულ რეჟიმთან დაახლოებაზე.
“სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს” – წერს კონგრესმენი.
ამერიკელი კონგრესმენის ამ განცხადებას წინ უძღოდა განცხადება იმის შესახებ, რომ მომდევნო კვირაში წარადგენს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს, რომელიც აკრძალავს -ის მიერ დიქტატორული რეჟიმის ცნობას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს ერთადერთ კანონიერ ლიდერად საქართველოში იქამდე, სანამ არ გაიმართება თავისუფალი და სამართლიანი “, მანამდე კი ზურაბიშვილი ს ინაუგურაციაზე დაპატიჟეს.
სალომე ზურაბიშვილი ყაველაშვილის ინაუგურაციის წინ აპირებს თქვას, რას გეგმავს ყაველაშვილის „არალეგიტიმური ინაუგურაციის“ შემდეგ.
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში იმართება. მის ლეგიტიმაციას არ აღიარებს ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი. ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე აშშ-მ ს წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ გაუსწრო, ჰელსინკის კომისიის რესპუბლიკელი თავმჯდომარის ჯო უილსონის ტვიტებმა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნდებოდა.
აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის ინიციატორმა ფაქტობრივად შექმნა მოლოდინი რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც აშშ მიიღებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმია, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა – როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი, თითქოს სხვა განზრახვები აქვთ, არასერიოზულია

შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკისადმი წერილზე – პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ევროკავშირიდან და ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ექსტრემიზმი ფინანსდება და ეს არის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს